ლატვიამ უკრაინას კიდევ ერთი Mi-17-ის ტიპის ვერტმფრენი გადასცა

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ინარა მურნიეჩემ განაცხადა, რომ ლატვიამ უკრაინას კიდევ ერთი Mi-17-ის (საბჭოთა წარმოების) ტიპის ვერტმფრენი გადასცა.

უკრაინა წარმატებით იბრძვის და იბრუნებს უფრო და უფრო მეტ ოკუპირებულ ტერიტორიას. უკრაინის საბოლოო გამარჯვებამდე ლატვია უკრაინის გვერდით იქნება,“ - წერს მურნიეჩე Twitter-ზე.


ოფიციალური მონაცემებით, ლატვიის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა 370 მილიონ ევროს შეადგენს.

ასევე წაიკითხეთ: