საბერძნეთმა, კვიპროსმა და ისრაელმა კოვიდპასპორტის მქონე მოქალაქეების მოგზაურობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

საბერძნეთმა, კვიპროსმა და ისრაელმა კოვიდპასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის სამ ქვეყანას შორის მოგზაურობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს.

შეთანხმების საფუძველზე, მოგზაურობას შეძლებენ ის მოქალაქეები, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ექნებათ ჩატარებული და ამის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ.

შეთანხმებას, რომელიც ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, საბერძნეთის, კვიპროსისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი ძალაში 1-ელი აპრილიდან შევა.