რუანდაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

რუანდაში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას, რუანდის მთავრობაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, პირველები, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებენ სამედიცინო პერსონალი იქნება.

როგორც რუანდის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ვაქცინის დოზები "საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შეზღდული რაოდენობით მიიღეს."

რუანდა თებერვალ-მარტში Astarazeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის 996 000 და 102 000 Pfizer-ის ვაქცინის დოზას ელოდება. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ დოზებით დაიწყება ვაქცინაციის მეორე ეტაპი.

ასევე, ცნობილია, რომ აღნიშნული ვაქცინის რაოდენობა რუანდამ Covax პლატფორმის მეშვეობით შეიძინა. რუანდის ჯანდაცვის მინისტრის, დანიელ ნგამიჯეს თქმით, ქვეყანა სრულ მზადყოფნაში აქვს ინფრასტრუქტურა მათ შორის, ე.წ. ცივი ჯაჭვი მასობრივი ვაქცინაციის დასაწყებად.

ბოლო კვირების განმავლობაში რუანდაში ეპიდემიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა, რის გამოც მთავრობას ხელახლა მოუწია მკაცრი შემზღუდავი ზომების მიღება, მათ შორის ჩაკეტილია ქვეყნის დედაქალაქი, კიგალი.