აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის ფორმალურ დაპატიმრებას და ციხეში გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებას გამოეხმაურა.
„მე ვნახე ფოტო ტელევიზიით. სიმპათიური ბიჭია,“ - განაცხადა ბაიდენმა.
ტრამპი ფულტონის ციხეში 23 აგვისტოს გამოცხადდა. ის დაახლოებით 20 წუთით დააპატიმრეს, თითების ანაბეჭდები აუღეს და ფოტო გადაუღეს. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა საპატიმრო 200 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის საფუძველზე დატოვა.