პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხის განხილვას აპროტესტებენ.
„რუსეთიზაციის 9 წელი“, - ასეთია აქციის ორგანიზატორების მთავარი გზავნილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
აქტივისტებმა პარლამენტთან მიიტანეს მავთულხლართიც, რომელზეც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების" წევრების სურათები ჩამოკიდეს.