რუსეთის ბელგოროდის ოლქში, სოფელ შჩეტინოვკაზე დრონით შეტევის შესახებ იუწყებიან. რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. გუბერნატორის თქმით, უკრაინელებმა უპილოტო საფრენი აპარატიდან ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდეს, რასაც გლადკოვის თქმით, საკუთარ ეზოში, ბალახის თიბვის პროცესში მყოფი კაცი ემსხვერპლა.
მანამდე, შაბათს იუწყებოდა სოფელ ურაზოვოს დაბომბვაზეც საუბრობდა.
ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება.
- რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.