მედია: სასამართლომ ლატვიის მოქალაქეს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის საზოგადოებრივი შრომა მიუსაჯა

რიგის სასამართლომ ლატვიის მოქალაქეს რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან უკანონო თანამშრომლობისთვის საზოგადოებრივი შრომა მიუსაჯა.

ამის შესახებ Delfi წერს.


გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები დაარღვია. ბრალდებულმა რამდენიმე წლის წინ გააფორმა შეთანხმება რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან, თუმცა იცოდა, რომ სანქციების სიაში სხვა პირი იყო შეყვანილი. სააგენტოს ვებგვერდზე განსათავსებლად ტექსტური და მულტიმედიური მასალების მოსამზადებლად, 2017 წლის მაისიდან 2019 წლის ნოემბრამდე, ბრალდებულმა 32 700 ევრო მიიღო.


პროკურორისა და და ბრალდებულის შეთანხმების საფუძველზე, სასჯელის სახით, 140-საათიანი საზოგადოებრივი შრომა განისაზღვრა.

მანამდე ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის უკანონო „ინტელექტუალური და ფიზიკური“ მხარდაჭერისთვის, რესპუბლიკის მოქალაქე 15 ათასი ევროთი დააჯარიმა.


გავრცელებული ინფორმაციით, მარატ კასემი კრემლის რესურსის, Sputnik Lithuania-ს ყოფილი მთავარი რედაქტორია.

ამასთან, აპრილში ლატვიაში სასამართლო პროცესების სერია დაიწყო. მასში მონაწილეობდა 16 ჟურნალისტი, რომლებიც რუსულ საინფორმაციო პორტალებთან Sputnik-სა და Baltnews-თან თანამშრომლობდნენ. მათაც ევროკავშირის სანქციების დარღვევაში ედებათ ბრალი.