ავღანეთის თალიბანის მთავრობა აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალები ქალებს არ მისცემენ უფლებას, მოინახულონ ავღანეთის ეროვნული პარკი. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სათნოების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა, მოჰამად ხალიდ ჰანაფიმ განაცხადა, რომ ქალები პარკში ჰიჯაბის ტარების წესს არ იცავენ.
ჰანაფიმ უსაფრთხოების ძალებსა და სასულიერო პირებს მოუწოდა, ქალებს პარკში შესვლა გამოსავლის პოვნამდე აუკრძალონ.
მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთზე კონტროლი 2021 წლის აგვისტოში დაიბრუნა.