თურქეთი გაზრდის ენერგეტიკულ თანამშრომლობას კავკასიაში, ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა TRT Haber-თან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის თქმით, ეს შეამცირებს თურქეთის დამოკიდებულებას უცხოურ ენერგეტიკაზე.
„მეზობელი ტერიტორიები, მათ შორის კავკასია, მდიდარია ნავთობით. ჩვენ ამასაც გავითვალისწინებთ. მომავალში ერთ-ერთი მთავარი მიზანია ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება,“ - განაცხადა ბაირაქტარმა.