ამერიკელებმა "პრეზიდენტის დღე" აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას Voanews-ი ავრცელებს. ამერიკელები ამ დღეს თებერვლის ყოველ მესამე ორშაბათს აღნიშნავენ.
თებერვალში, ამერიკის ორი ყველაზე ცნობილი პრეზიდენტის - პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის და მე-16-ე პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის - დაბადების დღეა.
"პრეზიდენტის დღე", ზოგიერთი დასაქმებულისთვის, მაგალითად, ფედერალური საამსახურის თანამშრომლებისა და ბანკის თანამშრომლებისთვის დასვენების დღეა. მაგრამ, ბევრისთვის ეს დღესასწაული დასვენების დღეს არ ნიშავს. გამომდინარე იქიდა, რომ დღესასწაული ზამთარში აღნიშინება, ის არ ასოცირდება ხალხმრავალ შეკრებებთან, პიკნიკებთან და ა.შ. ხშირად, ამ დღესასწაულზე კომპანიები მომხმარებლებს საგანგებო ფასდაკლებებს სთავაზობენ.
წელს, ბოსტონში არსებული აუქციონის სახლი RR-auction-ი მსურველებს განსაკუთღებულ ლოტები შესთავაზა. ონლაინ აქუციონზე, აშშ-ის პრეზიდენტებთან დაკავშირებული 300-მდე არტეფაქტი იყო წარმოდგენილი. მათ შორის, პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის ჰარვარდის ჟოლოსფერი სვიტერი, ჯორჯ ვაშინგტონის თმის სამაგრები და აბრაამ ლინკოლნის მიერ ხელმოწერილი ფოტოსურათი.
ცნობისთვის, "პრეზიდენტის დღე" სათავეს, პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღის აღნიშვნიდან იღებს. ის 22 თებერვალს დაიბადა.
კონგრესმა, პრეზიდენტის დღე ფედერალურ დღესასწაულად 1968 წელს გამოაცხადა. ამავე წელს, მისი აღნიშვნის თარიღად, თებერვლის მესამე ორშაბათი დადგინდა.
მაშინ, ზოგიერთი ფიქრობდა, რომ დღესასწაული პრეზიდენტ ლინკოლნის დაბადების დღეზე უნდა ეზეიმათ, რომელიც 12 თებერვალსაა. შესაბამისად, დღესასწაულისთვის, ვაშინგტონის დაბადების დღის ნაცვლად, პრეზიდენტის დღე უნდა ეწოდათ. კონონმდებლებმა იდეა უარყვეს და ოფიციალურად, დღემდე ამ დღესასწაულს ვაშინგტონის დაბადების დღე ჰქვია. ნებისმიერ შემთხვევაში, დღესასწაული მაინც პრეზიდენტის დღედაა ცნობილი და აშშ-ის ყველა პრეზიდენტის დღედ მიიჩნევა.