ჯო ბაიდენი ვიეტნამს სექტემბერში ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვიეტნამს სექტემბერში ეწვევა და მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი ჰანოიში 10 სექტემბერს, ინდოეთში დაგეგმილი G20-ის სამიტის დასრულების შემდეგ ჩავა.

„ვაშინგტონს ჰანოისთან ურთიერთობების განახლება სურს, მას რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს იმ დროს, როდესაც აშშ-ის ურთიერთობები პეკინთან სულ უფრო დაძაბულია. ვიეტნამმა, ამავდროულად, უნდა აწონ-დაწონოს თავისი ძლიერი მეზობლის რეაქცია, რადგან ჩინეთი უფრო დამაჯერებელი ხდება,“ - წერს Reuters-ი.


აშშ ვიეტნამთან სტრატეგიული შეთანხმების გაფორმებით, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში გავლენას აძლიერებს. ამის შესახებ გამოცემა POLITICO 21 აგვისტოს წერდა.