ამერიკა არასდროს დამარცხებულა - ჯო ბაიდენი

პრეზიდენტის დღესთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს მიმართა</p

"დღეს პრეზიდენტის დღეს აღვნიშნავთ, თუმცა ეს დღე არაა მხოლოდ პრეზიდენტზე. ეს არის ამერიკელი ხალხის სიძლიერისა და გამძლეობის, წინაღობების დაძლევის დღე.

ეს ის დღეა, როდესაც ლინკოლნმა გადაარჩინა კავშირი, როდესაც ფრანკლინ რუზველტმა გვითხრა, რომ ერთადერთი, რისიც უნდა გვეშინოდეს არის შიში, როდესაც კენედიმ ზამთრის სიცივეში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნისთვის მსახურებისკენ მოგვიწოდა, როდესაც ლოიდ ჯონსონმა სისხლიანი კვირის, პეტის ბრიდჯის ხიდის კადრები ნახა და კონგრესისკენ გაეშურა, რათა ხმის მიცემის უფლების გარანტია მოეცა.

დღეს ჩვენ გავდივართ კიდევ ერთ ბნელ და დიდ ზამთარს ჩვენი ერის ისტორიის, ვუპირისპირდებით მომაკვდინებელ ვირუსს, უმუშევრობას, შიმშილს, რასობრივ უთანასწორობას, ძალადობრივ ექსტრემიზმს, უიმედობასა და სასოწარკვეთილებას.

მჯერა, რომ ამას გადავლახავთ და უკეთესი დღეები დადგება. ეს ვიცი, რადგან ჩვენი ერის ისტორია ვიცი და ვიცი, რომ ამერეკელ ხალხს არასდროს დაუღალატებია ჩვენი ქვეყანა.

ამ პრეზიდენტობის დღეს, მე გპირდებით, როგორც პრეზიდენტი, რომ მთელი ჩემი სული არის ჩადებული იმ საქმეში, რომლის გაკეთებასაც ვგეგმავთ და თუ ამას გავაკეთებთ, როგორც ერთიანი ხალხი, ერთიანი ერი და ერთიანი ამერიკა, ჩვენ ეს აუცილებელად გამოგვივა.

ამერიკა არასდროს დამარცხებულა",- აცხადებს ჯო ბაიდენი სიტყვით გამოსვლისას.