გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ცნობით, უკრაინაში, სკოლაში გაკვეთილზე დასწრება ბავშვების მხოლოდ მესამედს შეუძლია. უკრაინაში საგანმანათლებლო პროცესი ჯერ Covid-19-ის პანდემიის, შემდეგ კი, სრულმასშტაბიანი ომის გამო შეფერხდა. შედეგად, უკრაინული სკოლის მოსწავლეების მესამედი ონლაინ სწავლობს. ბავშვების ერთი მესამედი სასწავლო პროცესს უშუალოდ ესწრება.
UNICEF-ის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ ზოგიერთმა სკოლამ პირდაპირი დარტყმა განიცადა, ზოგი კი, სიფრთხილის მიზნით დაიხურა.
„უკრაინის ტერიტორიაზე სკოლებზე თავდასხმები განუწყვეტლივ გრძელდება, რის გამოც, ბავშვები სწავლისთვის უსაფრთხო სივრცეების გარეშე რჩებიან. უკრაინელ ბავშვებს უწევთ ბრძოლა არამხოლოდ იმისთვის, რომ განათლების კუთხით პროგრესს მიაღწიონ, არამედ, შეინარჩუნონ ის, რაც ისწავლეს, როდესაც მათი სკოლები სრულად ფუნქციონირებდა“, - განაცხადა UNICEF-ის რეგიონულმა დირექტორმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რეგინა დე დომინიკისმა.