თეგი: UNICEF
ზელენსკის თქმით, რუსეთში იძულებით გადაყვანილთა შორის 200 000-ზე მეტი ბავშვია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა 200 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია მოახდინა. მისივე თქმით, 700-მდე ბავშვი დაშავდა ან დაიღუპა რუსეთის თავდასხმების დროს, კიდევ 139 ბავშვი დაკარგულია. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში UNICEF-მა პირველ ივნისს განაცხადა, რომ ძირითადად, დასახლებულ რაიონებში ასაფეთქებელი იარაღების გამოყენებით თავდასხმების გამო, უკრაინაში ყოველდღიურად 2-ზე მეტი ბავშვი იღუპება და 4-ზე მეტი ზიანდება, ამ მონაცემს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიც ადასტურებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
UNICEF: 5 მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული
"5 მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული", - ამის შესახებ ინფორმაციას “გაეროს ბავშვთა ფონდის” (UNICEF) ავრცელებს. UNICEF-ის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში, სულ მცირე, 262 ბავშვი მოკლეს და ასობით სკოლა დააზიანეს. ”5 მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული. ცეცხლის გადაუდებელი შეწყვეტისა და მოლაპარაკებების გარეშე, ბავშვებს კვლავ ზიანი მიადგებათ და ომის შედეგები გავლენას მოახდენს დაუცველ ბავშვებზე მთელს მსოფლიოში“ , - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
UNICEF-ი უკრაინას 1,5 მილიონზე მეტ დოზა ვაქცინას გადასცემს
გაეროს ბავშვთა ფონდი უკრაინას 30 მაცივარს და 1,5 მილიონზე მეტ დოზას სხვადასხვა ვაქცინას გადასცემს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიუხედავად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევებისა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის გამო, ქვეყანა ვაქცინებზე უწყვეტ წვდომას უზრუნველყოფს. „ვაქცინების პირველი საპილოტე მიწოდება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებში უახლოეს მომავალში დაიწყება ლვოვის რეგიონში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ.
ბათუმს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსი მიენიჭა
ბათუმის ვიცემერმა, ლევან დავითაძემ და მერის მოადგილემ, ლელა სურმანიძემ საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან შეხვედრა გამართეს, რომელზეც „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე სერტიფიკატი გადაეცათ. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ბათუმის მუნიციპალიტეტს ამ მიმართულებით და ეჭვი არ გვეპარება, რომ ისინი განაგრძობენ მუშაობას ბავშვზე მორგებული ქალაქის სერტიფიკატისა და ამ წოდების მისაღებად“, - განაცხადა ღასან ხალილმა. „ბათუმის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის, 2020 წელს გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩართვას. მემორანდუმის ფარგლებში დაიწყო თანამშრომლობა ბავშვზე მორგებული ქალაქის სტრატეგიული ჩარჩოსა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. ჩატარდა არაერთი კვლევა და ანალიზი, შეიქმნა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის UNICEF-ის ბავშვზე მორგებული ქალაქის ინიციატივაზე მიერთების“ სამუშაო ჯგუფი, რომელმაც, „იუნისეფის“ წარმომადგენლების ჩართულობით, სტრატეგიული ჩარჩოსა და სამოქმედო გეგმის მიმართულებებისა და ღონისძიებების განსასაზღვრის კუთხით იმუშავა“, - აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
UNICEF-ს საქართველოში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლად დანიშნულმა წარმომადგენელმა საქართველოში, იესპერ მოლერმა, ოფიციალურად გადასცა რწმუნებათა სიგელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას, რითაც მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. „ძალზე მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში მნიშვნელოვანი მისიით, ხელი შევუწყო ყველა ბავშვის, განსაკუთრებით კი, ყველაზე დაუცველი ბავშვების, უფლებების განხორციელებას“, - განაცხადა იესპერ მოლერმა. იესპერ მოლერი 22 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა გაეროს ბავშვთა ფონდში და გაეროს სხვა სააგენტოებში, როგორც ტექნიკურ, ასევე მენეჯერულ პოზიციებზე. მოლერი გაეროს ბავშვთა ფონდს 1999 წელს შეუერთდა და მუშაობდა ინდოეთში, ტაილანდში, ზამბიაში, შეერთებულ შტატებში, ვიეტნამში, სომალსა და სამხრეთ სუდანში. გაეროს ბავშვთა ფონდამდე ის მუშაობდა სამხრეთ აფრიკაში ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სოფლად მცხოვრები დაუცველი ქალების ეკონომიკური განვითარების კვლევის მიმართულებით. იესპერ მოლერი არის დანიის მოქალაქე და აქვს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში, ფოკუსით განვითარების ეკონომიკაზე, საერთაშორისო პოლიტიკურ ეკონომიკასა და ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე. „ძალზე მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში მნიშვნელოვანი მისიით, ხელი შევუწყო ყველა ბავშვის, განსაკუთრებით კი, ყველაზე დაუცველი ბავშვების, უფლებების განხორციელებას. მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგებთან, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა გავაუმჯობესოთ ბავშვებისა და მათი ოჯახების ცხოვრება საქართველოში. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ერთიან ძალისხმევას, რომ თითოეულ ბავშვს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და წვდომა ხარისხიან ჯანდაცვაზე, განათლებასა და ბავშვთა დაცვის მომსახურებებზე და რომ მათ სრულად შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება", - განაცხადა იესპერ მოლერმა. იესპერ მოლერმა ღასან ხალილი შეცვალა.
UNICEF: უკრაინელი ბავშვების მხოლოდ მესამედს შეუძლია სკოლაში გაკვეთილზე დასწრება
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ცნობით, უკრაინაში, სკოლაში გაკვეთილზე დასწრება ბავშვების მხოლოდ მესამედს შეუძლია. უკრაინაში საგანმანათლებლო პროცესი ჯერ Covid-19-ის პანდემიის, შემდეგ კი, სრულმასშტაბიანი ომის გამო შეფერხდა. შედეგად, უკრაინული სკოლის მოსწავლეების მესამედი ონლაინ სწავლობს. ბავშვების ერთი მესამედი სასწავლო პროცესს უშუალოდ ესწრება. UNICEF-ის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ ზოგიერთმა სკოლამ პირდაპირი დარტყმა განიცადა, ზოგი კი, სიფრთხილის მიზნით დაიხურა. „უკრაინის ტერიტორიაზე სკოლებზე თავდასხმები განუწყვეტლივ გრძელდება, რის გამოც, ბავშვები სწავლისთვის უსაფრთხო სივრცეების გარეშე რჩებიან. უკრაინელ ბავშვებს უწევთ ბრძოლა არამხოლოდ იმისთვის, რომ განათლების კუთხით პროგრესს მიაღწიონ, არამედ, შეინარჩუნონ ის, რაც ისწავლეს, როდესაც მათი სკოლები სრულად ფუნქციონირებდა“, - განაცხადა UNICEF-ის რეგიონულმა დირექტორმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რეგინა დე დომინიკისმა. UNICEF: უკრაინელი ბავშვების თითქმის ორი მესამედი დევნილია
UNICEF: ღაზის სექტორი ბავშვებისთვის ჯოჯოხეთია
გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ი ჰუმანიტარული მიზნებისთვის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს მხარეებს და მოითხოვს ღაზის სექტორში ყველა შესასვლელის გახსნას, რათა ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო, მდგრადი და შეუფერხებელი წვდომა, წყლის, საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ჩათვლით, შესაძლებელი გახდეს. „თუ ცეცხლი არ შეწყდება, არ იქნება წყალი, მედიკამენტები და თუ არ გათავისუფლდებიან მოტაცებული ბავშვები, მაშინ ჩვენ მივექანებით კიდევ უფრო დიდი საშინელებებისკენ, რომელთა გამოც უდანაშაულო ბავშვები იტანჯებიან," - განაცხადა ორგანიზაციის სპიკერმა ჯეიმს ელდერმა. მისი შეფასებით, ღაზის სექტორი ათასობით ბავშვის "სასაფლაოდ" გადაიქცა. ის შიშობს, რომ უფრო მეტი ბავშვი შეიძლება, დაიღუპოს უწყლობის გამო დეჰიდრატაციით. „ეს რიცხვი შემაძრწუნებელია. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 3450-ზე მეტი ბავშვი. გამაოგნებელია, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება ყოველდღე. ღაზის სექტორი სასაფლაოდ გადაიქცა ათასობით ბავშვისთვის. ყველა დანარჩენისთვის ის ნამდვილი ჯოჯოხეთია," - განუცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის სპიკერმა ჯეიმს ელდერმა ჟურნალისტებს. მან ააღნიშნა, რომ ღაზის სექტორში მცხოვრები მილიონზე მეტი ბავშვს არ აქვს სასმელი წყალი: წყლის წარმოების სიმძლავრე ჩვეულებრივი დღიური გამომუშავების მხოლოდ ხუთ პროცენტს შეადგენს. ბავშვების სიკვდილი - განსაკუთრებით ჩვილების - დეჰიდრატაციის გამო მზარდ საშიშროებას წარმოადგენს.“ „არიან დახოცილი ბავშვები, რომლებიც დაბომბვის შედეგად დაშავდნენ, მაგრამ მათი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა,“ - აღნიშნა ელდერმა. გაეროს ბავშვთა ფონდის სპიკერის თქმით, “ღაზის სამედიცინო დაწესებულებების მონაცემებით, 940 ბავშვია დაკარგული.“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ხალხი ღაზის სექტორში მხოლოდ უშუალო დაბომბვის შედეგად არ იღუპება.
ირმა ხეცურიანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი ელჩია
პარამოფარიკავე, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ორგზის ოქროს მედალოსანი, მსოფლიოს თასის 22 ოქროს მედლის მფლობელი ირმა ხეცურიანი გაეროს ბავშვთა ფონდმა ელჩებს შორის წარადგინა. „იუნისეფის“ ელჩებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საზოგადოებაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით,“ - წერს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.