იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო პიანტედოსის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
კერძოდ, იტალიის ქალაქ სალერნოში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს, რომელთაგან უმრავლესობა ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა. იტალიის პოლიციამ მათგან 100 000 ევროზე მეტი ღირებულების საიუველირო ნაკეთობებისა და ძვირადღირებული საათების კონფისკაცია მოახდინა.
„კმაყოფილებას და მადლიერებას ვგრძნობ დღეს სალერნოში სახელმწიფო პოლიციის მიერ ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქის პროკურატურის მიერ კოორდინირებული გამოძიების ნაწილი იყო, რამაც შედეგად მოიტანა ბინების ძარცვაში სპეციალიზებული დაჯგუფების წევრების დაკავება,” - განაცხადა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პანტედოსიმ.