პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა

საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს.

შესაბამისი დადგენილება 88 ხმით მიიღეს, რასაც წინ უძღვოდა გენერალური პროკურორის შუამდგომლობის განხილვა. 2-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.