თეთრი სახლი: კრემლს ოპონენტების მკვლელობების ხანგრძლივი ისტორია აქვს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიანიშნა, რომ „ვაგნერის“ ლიდერის ევგენი პრიგოჟინის სიკვდილე შესაძლოა, კრემლი იყოს პასუხისმგებელი.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ „სრულიად ნათელია, რაც მოხდა."


„მინდა, შეგახსენოთ პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსეთში ძალიან ცოტა რამ ხდება ისე, რომ ამის უკან პუტინი არ იდგეს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კრემლს ოპონენტების მკვლელობების ხანგრძლივი ისტორია აქვს. და, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ყველაფერი ეს რუსეთის ფედერაციის შიგნით არაეფექტური მუშაობის გამო მოხდა,“ - აღნიშნა ჟან-პიერმა.

რუსეთმა თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან მეხუთე დღეს, პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად, 27 აგვისტოს დაადასტურა.