გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. Reuters-ის ცნობით, დღეს, 30 აგვისტოს ფედერალურმა მთავრობამ შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა. შედეგად, გერმანია გაცილებით სწრაფად შეძლებს დეპორტაციას საქართველოს და მოლდოვის იმ მოქალაქეების, რომლებიც გერმანიაში თავშესაფარს ვერ მიიღებენ.
სააგენტო ინფორმაციით, გადაწყვეტილებას უფლებადამცველთა ჯგუფი Pro Asyl-ი აკრიტიკებს. მისი განცხადებით, გერმანიის მთავრობა არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს და მოლდოვის რეგიონები, რაც „საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას.“ ჯგუფის შეფასებით, საქართველოში პრობლემებია კანონის უზენაესობის და ლგბტ+ პირთა უფლებების დაცვის, ხოლო მოლდოვაში პრესის თავისუფლების მხრივ.
-
გერმანია აპირებს, საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადოს - DW
-
გერმანიის შს მინისტრის თქმით, გერმანია საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს