NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CNN-ის ეთერში ისაუბრა უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები წინ მიიწევენ.
„მათ შეუძლიათ რუსეთის ძალების შეტევების უკუგდება,“ - ამბობს სტოლტენბერგი.
„მათ შეუძლიათ ზოგიერთი ძალიან დაცული ტერიტორიის გავლა, კერძოდ, ნაღმური ველების. ამიტომ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, ვინაიდან ყველამ იცის, რომ ეს რთული ბრძოლაა. მაგრამ, მათ აქვთ მიღწევები,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ NATO-ს მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას აწვდიან უკრაინას, მაგრამ საკვანძო გადაწყვეტილებები თავად უკრაინელებზეა.
„ბოლოს და ბოლოს, უკრაინელებზე, ბრძოლის ველზე მათ მეთაურობაზე არის დამოკიდებული რთული და მძიმე გადაწყვეტილებები. რაც ჩვენ ვნახეთ არის ის, რომ უკრაინელები კვლავ და კვლავ აჭარბებენ ჩვენს მოლოდინებს. უნდა ვენდოთ მათ. რჩევებს ვაძლევთ, ვეხმარებით, მხარს ვუჭერთ, მაგრამ გადაწყვეტილებებს თავად უკრაინელები იღებენ,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.