2020 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში რძის წარმოება 1,9 პროცენტით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 99.7 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.3 პროცენტით მეტია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 2020 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 572.5 მლნ. ლიტრით განისაზღვრა, რაც 1.9 პროცენტით აღემატება 2019 წლის შედეგს.

"ამავდროულად, 2020 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 22.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლისშესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.2 პროცენტით მეტია.

2020 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 69.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს უტოლდება.

2020 წლის IV კვარტალში კვერცხის წარმოება 162.6 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.3 პროცენტით ნაკლებია.

2020 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 645.3 მილიონი ცალი და 2019 წელთან შედარებით 2.4 პროცენტით ნაკლები შეადგინა", - ნათქმვამის საქსტატის ანგარიშში.