პატიმრობში მყოფ იგორ სტრელკოვს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა სურს

FSB-ს ყოფილი ოფიცერი იგორ სტრელკოვი, რომელიც რუსეთში ექსტრემიზმის წაქეზების ბრალდებით დააკავეს, აცხადებს, რომ რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

სტრელკოვმა თავისი გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე უკეთესად თავს ერთდროულად რამდენიმე სფეროში თვლის. მისი თქმით, პუტინი ზედმეტად სანდო და კეთილია და ასევე ჰყავს ბევრი მილიარდერი და ბიზნესმენი მეგობარი, რომლებსაც უარს ვერაფერზე ეტყვის. მან სამხედრო სფეროში თავის უპირატესობასაც გაუსვა ხაზი.


ФСБ-ს ყოფილი ოფიცერი იგორ სტრელკოვი ივლისში დააკავეს.

სტრელკოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში სექტემბრის ბოლომდე მაინც დარჩება. მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კანონის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სტრელკოვი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.