BBC: ექიმმა ფაუჩიმ "მეცნიერების დაცვისთვის" მილიონი დოლარის ღირებულების პრიზი მიიღო

ბრიტანული გამოცემის ცნობით, აშშ-ის მთავარმა იმუნოლოგმა, ენტონი ფაუჩიმ, ჯანდაცვის სფეროში წარმატებული კარიერისა და "მეცნიერების დავისთვის", ერთი მილიონი დოლარის ღირებულების პრიზი მიიღო.

ფაუჩის დენ დევიდის პრიზი გადასცეს, რომლითაც ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს წარმატებული და გამორჩეული საქმიანობისთვის აჯილდოებენ.

"გილოცავთ ექიმო ფაუჩი, თქვენ დაავადებათა კონტროლისა და კვლევის გლობალური ლიდერი ხართ",- ნათქვამია დენ დევიდის პრიზის ოფიციალურ გვერდზე. დაჯილდოვების კომიტეტის თქმით, "არაინფორმირებულ ოპოზიციასთან" ფაუჩი მეცნიერებას თამამად იცავდა .

ენტონი ფაუჩი ჯანდაცვის საკითხებში აშშ-ის შვიდი პრეზიდენტის მრჩეველი იყო, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე რთული მისთვის ტრამპთამ მუშაობა აღმოჩნდა. გამოცემის ცნობით, პანდემიის კონტროლზე უთანხმოებითვის მას ხშირად მოუწია ტრამპთან დაპირისპირება.

ფაუჩს, აშშ-ისა და მსოფლიოს მასშტაბით, აივი/შიდსის ინფექციასთან ბრძოლაში განსაკუთრებული დამსახურება აქვს, მან ჯორჯ ბუშის მთავრობის დროს, აფრიკაში, "აივის ინიციატივა" დაარსა და ამჟამად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელია.