გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ახალი მინისტრი, გრანტ შეპსი პირობას დებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.
გრანტ შეპსი უკრაინას ენერგეტიკის მინისტრის რანგში გასულ კვირას სტუმრობდა. ვიზიტისას მან რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებული ელექტროსადგური მოინახულა და დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს ხსოვნის კედელთან პატივი მიაგო. მისი ვიზიტის დროს გახდა ცნობილი, რომ უკრაინისთვის ბირთვული საწვავის შესაძენად, დიდი ბრიტანეთი 245 მილიონ დოლარს გამოყოფს.
„მოუთმენლად ველი ჩვენი შეიარაღებული ძალების მამაც კაცებთან და ქალებთან მუშაობას და პუტინის ბარბაროსული შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისადმი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის გაგრძელებას," - აცხადებს გრანტ შეპსი.