პროკურატურამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. როგორც საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განუცხადა, პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე 24 საათის ფარგლებში უნდა იმსჯელოს. საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა ის სამართლებრივი არგუმენტაცია რაც გააჩნდა ბრალდების მხარეს ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც კანონის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის მიუხედავად მისი თანამდებობისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა. საპარლამენტო იმუნიტეტი არ წარმოადგენს ინდულგენციას არცერთი ადამიანისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.
საზოგადოება
სამართალი
ახალი ამბები