„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. მმართველი პარტიის ოფისში სხდომის დაწყებამდე კომენტარი არ გაკეთებულა.

პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, 11:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.


 ცნობისთვის, ვიზიტებზე მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 


საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.