საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
შტაინამერთან შეხვედრის ამსახველი ფოტო სალომე ზურაბიშვილის Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.