მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული" საქართველოში 2011 წლიდან იმართება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვრთნაა, რომელიც ხელს უწყობს NATO-ს ქვეყნებთან საოპერაციო თავსებადობის გაზრდას. წერს ამერიკის საელჩო წლევანდელ Agile Spirit-თან დაკავშირებით.
„წელს 21 ქვეყნის 3 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო „მტკიცე სულის" წვრთნაში. დიდი მადლობა საქართველოს თავდაცვის ძალებს მასპინძლობისთვის! ვამაყობთ, რომ ამ წვრთნების წარმატება ეფუძნება შეერთებული შტატებისა და საქართველოს მრავალწლიან მჭიდრო სამხედრო პარტნიორობას,“ - ნათქვამია საელჩოს Facebook პოსტში.