კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 11 ბავშვი დააბრუნა. ისინი რუსმა ოკუპანტებმა უკანონოდ დააკავეს ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბავშვების დაბრუნებაზე ერთობლივად იმუშავეს უკრაინის ომბუდსმენმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრომ და ორგანიზაციამ - Save Ukraine.
„კიდევ 11 ბავშვი შეძლებს უკრაინის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას. მათ მოახერხეს სახლში დაბრუნება ოკუპანტების მიერ უკანონო დეპორტაციის შემდეგ," ნათქვამია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
უკრაინამ რუსეთის მიერ იძულებით დეპორტირებული 11 ბავშვი 26 აგვისტოსაც დაიბრუნა.