რუსეთი ყირიმის ხიდზე შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყირიმის ხიდს საზღვაო უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ღამის განმავლობაში განადგურებულია სამი უპილოტო აპარატით.თავდასხმის გამო ყირიმის ხიდზე მოძრაობა დროებით შეწყვეტილი იყო.


უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიასთან დამაკავშირებელ ხიდზე თავდასხმის შესახებ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

თუმცა კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დაბრუნებას აპირებს, ყირიმის ხიდი კი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა განეიტრალდეს.