Telegraph: დიდ ბრიტანეთში განთავსდება ამერიკული F-35-ები, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ

ბრიტანული The Telegraph-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების F-35-ის ტიპის ახალი მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ, დიდ ბრიტანეთში განთავსდება.


გამოცემის ინფორმაციით, F-35-ის თვითმფრინავების ორი ესკადრილია მალე საფოლკში, აშში-ს ბაზაზე განლაგდება.

თვითმფრინავს ასევე შეუძლია საჰაერო მისიების შესრულება და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება.


ბრიტანეული გამოცემა წერს, რომ 54 ერთეული F-35 ბრიტანეთში ამ წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში განთავსდება.

მანამდე ამერიკული ბირთვული იარაღის ბრიტანეთის ტერიტორიაზე განთავსებისთვის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური თანხმობაა საჭირო. გარდა ამისა, ბირთვული იარაღის ნებისმიერი ასეთი განთავსება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ უნდა იყოს ავტორიზებული.

The Telegraph-ი წერს, რომ თავდაცვის სამინისტრომ და პრემიერ-მინისტრის ოფისმა უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე.