კახი კავსაძე პნევმონიის დიაგნოზით რეანიმაციაში იმყოფება

კახი კავსაძე რამდენიმე დღეა სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

კლინიკაში აღნიშნავენ, რომ მსახიობს სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია აქვს. ექიმების თქმით, კავსაძის მდგომარეობა შეყვანის მომენტში უკვე მძიმე იყო.

კახი კავსაძემ კორონავირუსი 2020 წლის დეკემბერში გადაიტანა.