აერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქო და პეკინი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ.
აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაილ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დელეგაცია მონაწილეობდა ღონისძიებაში - „ინვესტირება ჩინეთში: ხელშეწყობის კონფერენცია მომსახურების სექტორში უფრო ღიაობის შესახებ.“
„კონფერენციის ფარგლებში ჩვენ გავცვალეთ აზრები აზერბაიჯან-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პოტენციალის შესახებ, გაიმართა შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრთან,“ - განაცხადა აზერბაიჯანი ეკონომიკის მინისტრმა.
აზერბაიჯანის დელეგაცია ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით, პეკინში CIFTIS გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებას ჩინეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერები დაესწრნენ, სადაც ათასობით ადგილობრივი და უცხოური კომპანია წარადგენდა თავის მომსახურებას. აზერბაიჯანი CIFTIS-ზე 2019 წლიდან არის წარმოდგენილი.