მადრიდის მერმა ძლიერი წვიმის გამო, მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა

მადრიდის მერმა მოსახლეობას ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის გამო, სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

ამინდის ეროვნულმა სააგენტო AEMET-მა განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა. 

მადრიდში 12 საათის განმავლობაში უხვ ნალექს ელოდებიან.


Reuters-ის ცნობით, მადრიდის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ქალაქის მცხოვრებლები მოსალოდნელი უხვი ნალექისა და შესაძლო წყალდიდობის გამო მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც გააფრთხილა.