თეგი: მადრიდი

NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები ტრანსფორმირდება და გაფართოვდება 300 000-ზე მეტი პერსონალით. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ჩვენ გარდაქმნით NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს (NRF) და გავზრდით მასში ჩართული ჯარისკაცების რაოდენობას 300 000-ზე მეტ ადამიანამდე“, - თქვა ბლოკის ხელმძღვანელმა ბრიუსელში NATO-ს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე მადრიდში NATO-ს სამიტის წინ. სტოლტენბერგმა ასევე გაახმაურა NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ხარჯების უახლესი მონაცემები. „ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ ზედიზედ მერვე წელია გაზარდეს თავდაცვის ხარჯები. მიმდინარე წლის ბოლომდე $350 მილიარდზე მეტის დახარჯვა იგეგმება ალიანსის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს

მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში, NATO-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამს დაესწრო მთავრობის მეთაური ესპანეთის მეფის მიერ ნატოს სამიტის ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს დაესწრო, რომელსაც ესპანეთის მეფე ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია მასპინძლობდნენ. „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტის ფარგლებში, მერგო პატივი ესპანეთის მეფის მიერ ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს დავსწრებოდი, რომელსაც მათი უდიდებულესობები ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია მასპინძლობდნენ. მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში, NATO-ს სამიტში მონაწილეობს. 

პორტუგალიაში ტყის ხანძრებმა იფეთქა. კვამლი მადრიდს აღწევს

სამშაბათს ცენტრალურ პორტუგალიაში გაჩენილი მასიური ხანძრის კვამლმა მადრიდი მოიცვა. ცათამბჯენები, რომლებიც ცნობილია, როგორც „ოთხი კოშკი", მადრიდში მდებარეობს და ხანძრის კერიდან 400 კილომეტრის დაშორებითაა, თუმცა კვამლშია გახვეული. ევროპაში ტყის ხანძრები რეკორდულ ნიშნულზეა ესპანეთის დედაქალაქის მაცხოვრებლები წვით გამოწვეულ მძაფრ სუნს უჩივიან. პორტუგალიის სერა და ესტრელას ეროვნულ პარკში ხანძარი, 6 აგვისტოს გაჩნდა და ძირითადად კვირას ჩაქრა. ორშაბათს ცეცხლი ისევ გაძლიერდა, რამაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია გამოიწვია. 1100-ზე მეტმა მეხანძრემ 13 თვითმფრინავის მხარდაჭერით ჩააქრო ხანძარი, რომელმაც 17 000 ჰექტარზე მეტი დააზიანა.  

მადრიდში, ხელფასების მომატების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მადრიდში, ხელფასების მომატების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც უცხური წერს, აქციის ორგანიზატორები ქვეყნის უმსხვილესი პროფკავშირები იყვნენ. "ინფლაცია მატულობს და შესაბამისად, მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი იკლებს, ამიტომ აუცილებელია მინიმალური ანაზღაურების გაზრდა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. ცნობისთვის, ესპანეთში ინფლაციის მაჩვენებელმა წელს, ზაფხულში 10,8%-ს მიაღწია, თუმცა ოქტომბერში 7,3%-მდე შემცირდა.  

მადრიდში უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა. Reuters-ი ესპანეთის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. სააგენტოს ცნობით, აფეთქება საელჩოსთან მოხდა. ამავდროულად, La Vanguardia-ს ადგილობრივი გამოცემა იუწყება, რომ აფეთქება თავად დიპლომატიურ მისიაში მოხდა. მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა საელჩოში გაგზავნილ კონვერტში იყო.  სააგენტო Efe-ს წყაროები აცხადებენ, რომ წერილი ელჩის სახელზე იყო, თუმცა ის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა თანამშრომელმა გახსნა. მადრიდის პოლიციამ, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე, უკრაინის საელჩოში ხანძრის შესახებ შეტყობინება მიიღო. საელჩოს ტერიტორია შემოსაზღვრული იყო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. საელჩოსა და უკრაინის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.  

მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქების დეტალები ცნობილია

უკრაინის ელჩმა ესპანეთში სერჰი პოგორელცევმა, თავის დიპლომატიურ მისიაში მომხდარი ინციდენტის დეტალები მედიასთან გაასაჯაროვა. მადრიდში უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა უკრაინული მედიისთვის მიცემულ კომენტარში, პოგორელცევმა თქვა, საელჩოს ტერიტორიაზე ამანათი აფეთქდა, რომელიც დიდი პაკეტში იყო მოთავსებული და ელჩისთვის იყო განკუთვნილი.  პოგორელცევის თქმით, პაკეტი არ ჰგავდა დიპლომატიურ გზავნილს, რადგან მასზე არ იყო მითითებული დაბრუნების მისამართი და ეჭვი სწორედ ამან გააჩინა საელჩოს მდივნებს შორის, რომლებმაც ეს პაკეტი კომენდანტს გადასცეს, რომელმაც ამანათი საელჩოს ეზოში გახსნა.  „მიუხედავად იმისა, რომ საელჩოს კომენდანტს ყუთი ხელში აღარ ეჭირა, აფეთქებამ ხელები დაუზიანა და ამბობს, რომ კონტუზია მიიღო“, - დასძინა ელჩმა.  

მადრიდში, ერთ-ერთ რესტორანში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

მადრიდში, ერთ-ერთ რესტორანში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომელია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიმტანმა დესერტის გაფორმება სპეციალური აალებადი ხელსაწყოთი სცადა, რა დროსაც თვითმხილველების თქმით, ჭერი აფეთქდა.  მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

მადრიდის მერმა ძლიერი წვიმის გამო, მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა

მადრიდის მერმა მოსახლეობას ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის გამო, სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ამინდის ეროვნულმა სააგენტო AEMET-მა განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა.  მადრიდში 12 საათის განმავლობაში უხვ ნალექს ელოდებიან. Reuters-ის ცნობით, მადრიდის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ქალაქის მცხოვრებლები მოსალოდნელი უხვი ნალექისა და შესაძლო წყალდიდობის გამო მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც გააფრთხილა.  

მადრიდის მახლობლად ავტობანზე შვეულმფრენი ჩამოვარდა

ესპანეთში, მადრიდის მახლობლად, ავტობანზე შვეულმფრენი ჩამოვარდა. დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის არის მანქანის მძღოლი, რომელსაც საფრენი აპარატის ნაწილი დაეცა. ავარიის სავარაუდოდ მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება. შვეულმფრენში ორი ადამიანი იყო. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. ერთმა დამოუკიდებლად შეძლო გამოსვლა, მეორე კი, მეხანძრე-მაშველებმა ამოიყვანეს.