ისრაელმა აშშ-ის წარმოების F-35-ის ტიპის სტელსის საბრძოლო თვითმფრინავის შესყიდვის პროცედურები ოფიციალურად დაიწყო. Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „ამერიკის მთავრობისგან შეისყიდის 25 თვითმფრინავს, რომლებიც Lockheed Martin-ის მიერ არის წარმოებული.
„ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, ისრაელის F-35-ების ფლოტი „75-მდე გაიზრდება,“ აცხადებენ სამინისტროში.
გარიგების ღირებულება დაახლოებით 3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. შესყიდვა ამერიკული ფონდებიდან დაფინანსდება.
ისრაელი იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც 2016 წელს F-35-ის თვითმფრინავი შეიძინა. ისრაელი დღემდე ერთადერთი ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც ექსპლუატაციაში ჰყავს ეს თვითმფრინავები.