რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კურსკის ოლქში და შავი ზღვის თავზე, ყირიმთან ახლოს ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
ამ ფონზე მოსკოვის "ვნუკოვოს", "დომოდედოვოსა" და "შერემეტიევოს" აეროპორტებში 20-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო და რვა - გაუქმდა.
„დღეს, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით, რომლებიც საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ჰაერში განადგურდა შავ ზღვის თავზე, ყირიმის ნახევარკუნძულის მახლობლად და კურსკის ოლქის ტერიტორიაზე,“ - ტრადიციულად აცხადებენ უწყებაში.
- რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა.
- ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
-
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.