უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი: 2008 წელს საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ი რომ მიენიჭებინათ, დღეს ომში არ ვიქნებოდით

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა და ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა უილიამ ტეილორმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ 2008 წელს NATO-ს სამიტს უნდა მიენიჭებინა საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ი და ჩვენ დღეს ომში არ ვიქნებოდით,

დიპლომატის თქმით, სწორედ ეს არის გაკვეთილი, რომელიც 2008 წლის ომიდან ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გამოიტანოს.

„მოდით, კიდევ ერთი გაკვეთილი გამოვიტანოთ 2008 წლის ომიდან - კიდევ ერთი რამ, რაც მოხდა 2008 წელს, იქამდე, სანამ რუსეთი საქართველოში შეიჭრებოდა, ნატოს სამიტი იყო. ნატს ამ სამიტზე, ბუქარესტში, ჩვენ გვახსოვს, რომ ქართველებმა და უკრაინელებმა მოითხოვეს MAP-ის მინიჭება და ალბათ, გახსოვთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იმ დროს, ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირა. აქედან გამომდინარე, 2008 წლის ომიდან გამომდინარე, ჩემთვის გაკვეთილია, რომ ნატო-ს სამიტს უნდა მიენიჭებინა საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ი და ჩვენ დღეს ომში არ ვიქნებოდით,“ - განაცხადა უილიამ ტეილორმა ქართული მედიის ცნობით.