„ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა თბილისში მიმდინარე კონფერენციის დროს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის, ევროკავშირში, NATO-ში გაწევრიანება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რომ საქართველო აყვავებულ ქვეყნად იქცეს.
მისი შეფასებით, ქართველეა სწორედ ამისთვის უნდა იმუშაონ. ვოლკერის შეფასებით, ყველაზე იმედის გამაცრუებელი იმის ხილვაა, რომ ქართველები საუბრობენ იმ პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ოპოზიციურ პარტიას თუ სამთავრობო პარტიას.
„ყველა საუბრობს იმას, რაც მათ სურთ და არ შეუძლიათ ერთად მუშაობა,“ - აღნიშნა კურტ ვოლკერმა.
ის ხაზს უსვამს, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ეროვნული მიმართულების ძლიერი განცდა, რომ უკრაინამ რუსეთის დამარცხება შეძლოს.
„საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საუკეთესო რამ, რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს, ეროვნული მიმართულების ძლიერი განცდის შენარჩუნებაა, რომ უკრაინამ შეძლოს რუსეთის დამარცხება, საკუთარი ტერიტორიის დაცვა, რაც ყველაფერს შეცვლის. ვფიქრობ ეს მოხდება, არ მგონია, რომ ამ ომში პუტინი გამარჯვებას შეძლებს, უკრაინის ტერიტორიებს დაიკავებს და არ ვარ დარწმუნებული, რომ ის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება რუსეთის პრეზიდენტი“, - აღნიშნა კურტ ვოლკერმა.