ეველინ ფარკასი: საქართელოსთვის მთავარი პრობლემა ვლადიმერ პუტინი და პუტინიზმია

მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ეველინ ფარკასი საქართელოსთვის მთავარ პრობლემად ვლადიმერ პუტინსა და პუტინიზმს მიიჩნევს.

ამის მაგალითად მას ის ფაქტი მოჰყავს, რომ საქართველოს ტერიტორია 15 წელია ოკუპირებულია.

„რუსეთმა დაიწყო ომი, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეს არის პოლიტიკურ-სამხედრო ომი, რადგან ომის წარმოება მხოლოდ სამხედრო საშუალებებით არ ხდება და ვხედავთ, რომ საოკუპაციო ხაზი ადამიანების ეზოებისკენ მიიწევს, არამედ პოლიტიკური მანიპულაციით, იმ ადამიანების გამოყენებით, რომლებსაც საქართველოში შეუძლიათ გავლენის მოხდენა, ფულის გამოყენებით, სოციალური მედიის გამოყენებით და ყველა სხვა საშუალებით, რაც რუსეთის მთავრობამ შეიძლება საქართველოზე ზეწოლის მიზნით გამოიყენოს,“ - აღნიშნა ეველინ ფარკასმა.


  • ფარკასმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინს და მის მოკავშირეებს არ სურთ, ქართველმა ხალხმა თავიანთი ოცნება აისრულონ.

„პუტინს და მის მოკავშირეებს არ სურთ, ქართველმა ხალხმა თავიანთი ოცნება აისრულონ. 15 წლის წინ, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, სენატორმა მაკკეინმა განაცხადა, „ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“, რადგან მას ესმოდა, რომ ის, რისთვისაც საქართველო დღეს იბრძვის და იბრძოდა მაშინ, 15 წლის წინ იყო ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ბრძოლა საკუთარი მომავლის განსაზღვრისთვის, იმ პოლიტიკური სისტემისთვის, რომელიც საკუთარ ქვეყანაში გსურთ და იმ ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან დაკავშირებისთვის, რომელიც თქვენ ხალხს სურს. ეს არის უფლება, რომელსაც შეერთებული შტატები მხარს უჭერს. ქართველებმა არ უნდა თქვან უარი ამ ოცნებაზე,“ - აღნიშნა ეველინ ფარკასმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე.