საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. როტერდამში მიმდინარე შეჯიბრებაზე, დეიან სტანოევიჩის გუნდმა საბერძნეთის ნაკრებთან მარცხის (10:11) შემდეგ, დღეს მეორე თამაში ჩაატარა.
14:11-ით მოგების შემდეგ ნაკრებმა თითქმის გაინაღდა ექვსგუნდიანი ჯგუფის ოთხეულში მოხვედრა. ამ შედეგით ქართველი წყალბურთელები პლეი ოფში გააგრძელებენ ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლას, თუმცა იქამდე, ჯგუფური ეტაპის კიდევ ორი მატჩი ელით - 17 თებერვალს ბრაზილიასთან და 18-ში - მონტენეგროსთან.
ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე სულ თორმეტი ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც ორგანიზატორებმა ორ ჯგუფში გადაანაწილეს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრების შემდეგ, გაირკვევა რვა საუკეთესო, რომლებიც მეოთხედფინალში დაწყვილდებიან და ოლიმპიადის სამი საგზურისთვის ბრძოლა ოლიმპიური სისტემით გაგრძელდება.
მეორე ჯგუფიდან პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვიან: ხორვატია, საფრანგეთი, რუსეთი, ნიდერლანდები, გერმანია და რუმინეთი.