ლატვია მასშტაბურ ერთთვიან სამხედრო წვრთნებს იწყებს

ლატვიაში, 5 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ეროვნული შეიარაღებული ძალების (NAF) მიერ ორგანიზებული მასშტაბური სამხედრო წვრთნები Namejs 2023 გაიმართება.

წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე მოკავშირეთა ჯარისკაცები შეერთებული შტატებიდან, დანიიდან, ესტონეთიდან და ლიეტუვიდან, NATO-ს საბრძოლო ჯგუფი ლატვიაში, NATO-ს ძალების ინტეგრაციის განყოფილება ლატვიაში და კანადის ძალების სარდლობა ლატვიაში.


ვრთნას ერთობლივი რეაგირების ძალები დაუჭერენ მხარს. წვრთნები წელს პირველად იმართება NATO-ს მრავალეროვნული დივიზიის „ჩრდილოეთის“ შტაბ-ბინასთან ერთად.

Namejs 2023-ის პარალელურად, სახმელეთო ჯარების მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის ორგანიზებით, ყოველწლიური წვრთნები Silver Arrow გაიმართება.


საერთო ჯამში, წვრთნებში 8500-მდე მონაწილე მიიღებს მონაწილეობას. წვრთნების დროს ლატვიის და მოკავშირე ქვეყნების ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა ლატვიის მთავარ და რეგიონულ გზებზე იმოძრავებენ. საწვრთნელი ამოცანების შესრულებისას ლატვიის საჰაერო სივრცეში, მათ შორის დაბალ სიმაღლეებზე.

Namejs-ის წვრთნები ლატვიის მასშტაბით 2014 წლიდან ტარდება.

შეგახსენებთ,ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 3-დან 15 სექტემბრამდე NATO-ს დაგეგმვის წვრთნები ტარდება.

ამასთან, ბალტიის ზღვაში პირველად გაიმართება წვრთნები, რომელიც რუსული თავდასხმის მოგერიებაზე იქნება ორიენტირებული.