რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა „თანამდებობიდან“ მისი ადმინისტრაციის „უფროსის“, ჯანსუღ ნანბას გათავისუფლების ბრძანებას. რადიო თავისუფლების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზად დასახელებულია ნანბას სხვა სამსახურში გადასვლა.
კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ინტერფაქსს“ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა მარიანა კვიცინიამ განუცხადა, რომ ჯანსუღ ნანბამ თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადება საკუთარი სურვილით, 4 სექტემბერს დაწერა.
ჯანსუღ ნანბა ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის ე.წ. უფროსად 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე ის დე ფაქტო ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.