თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ანკარაში თავის ბერძენ კოლეგას გეორგიოს გერაპეტრიტისს შეხვდა.
ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთი საბერძნეთთან ურთიერთობაში ახალ მიდგომებს უჭერს მხარს.
ანკარა მზად არის, გააგრძელოს დიალოგი საბერძნეთთან „წინაპირობის გარეშე."
„ჩვენ შევთანხმდით ახალი მიდგომების შემოტანაზე პრობლემების გადასაჭრელად," - განაცხადა ფიდანმა.
NATO-ს წევრებს საბერძნეთსა და თურქეთს დიდი ხანია, უთანხმოება აქვთ, ნავთობით და მინერალებით მდიდარ ეგეოსის ზღვაში საჰაერო და საზღვაო უფლებების შესახებ. უთანხმოებამ გამოიწვია საჰაერო ძალების თითქმის ყოველდღიური პატრულირება ძირითადად საბერძნეთის კუნძულების ირგვლივ, სადავო საჰაერო სივრცეში, რომელზეც თურქეთმა არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია, თავად კი, მისი მხრიდან რაიმე სახის დარღვევას უარყოფს.