სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მეუღლე კიევში ჩავა და თავისი ქვეყნის სახელით უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს.
ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახური ავრცელებს.
წყაროს ცნობით, დღეს კიევში სამიტი ტარდება, რომელშიც სომხეთის რესპუბლიკის პირველი ლედი - ანა აკოფიანიც მონაწილეობს.
სამიტში დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, თურქეთის, ესპანეთის, ჩეხეთის, დანიის, ისრაელის და სხვა ქვეყნების პირველი ლედები, ევროკავშირის მოხელეები, ჟურნალისტები და მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას.
წლევანდელი ღონისძიება მენტალურ ჯანმრთელობას ეძღვნება.
შეგახსენებთ, 4 დღის წინ, ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.