ნიდერლანდების სასამართლომ მთავრობის მიერ ღამის საათებში დაწესებული კომენდანტის საათის გაუქმების დადგენილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ნიდერლანდების სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ ზომას არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, რადგან მთავრობამ მკაფიოდ არ განმარტა, რატომ იყო აუცილებელი პანდემიის ამ ეტაპზე კომენდანტის გამოყენება.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობამ უკვე მიმართა სასამართლოს, აპელაციის განხილვამდე შეაჩეროს გადაწყვეტილება. აღნიშნულ საკითხზე სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.
ცნობისთვის, ნიდერლანდების ხელისუფლებამ 21:00 საათიდან დან 04:30 საათამდე დაწესებული კომენდანტის საათი 3 მარტამდე გაახანგრძლივა.