ერაყის ჩრდილოეთით მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 კი დაშავდა. ამის შესახენ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ერბილის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მოხდა. სამი 107 მმ სიგრძის რაკეტა სამხედრო საჰაერო ბაზის შიგნით დაეცა.
აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის პრესსპიკერის განცხადებით დაშავებულთა შორისაც 8 სამოქალაქო კონტრაქტორია, 1 კი აშშ-ს სამსახურის წევრი. მისი თქმით, გარდაცლილია სამოქალაქო კონტრაქტორი.
როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, აშშ თავდასხმით „აღშფოთებულია“.
ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრს დაუკავშირდა და თავდასხმის გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენაში მხარდაჭერა გამოუცხადა.
მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა დაჯგუფებამ აიღო, რომელიც საკუთარ თავს „სარაია ავლია ალ-დამ“-ს უწოდებს. მათი თქმით, თავდასხმა ერაყში „ამერიკული ოკუპაციის“ წინააღმდეგ იყო მიმართული.