ბოლო 24 საათში, საქართველოში კორინავირუსი კიდევ 486 ადამიანს დაუდასტურდა, 499 გამოჯანმრთელდა, 13 კივიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 192 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 628 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 564 PCR ტესტით.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 266 948 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 259 727 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 390 გარდაიცვალა.
დადებითობის მაჩვენებელ: 16 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.8%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.4%.
486 ახალი შემთხვევიდან 194 თბილისში გამოვლინდა., აჭარა - 32, იმერეთი - 49, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 36, გურია - 37, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 74, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 3 805, საიდანაც:1 828 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 810, აჭარაში - 166, იმერეთში - 421.
მძიმე პაციენტი: 379 პირი, მათ შორის, თბილისში - 156, აჭარაში - 39, იმერეთში - 113.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 103, მათგან თბილისში - 67, აჭარაში- 6, იმერეთში - 14.
229 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 111 - თბილისში, 102 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 1 748 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 98, ხოლო აჭარაში - 45.
სულ 6 ოქტომბრიდან - 16 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 878 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 485 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 325 პირი, აჭარაში - 644, იმერეთში - 1 159.