უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ უკრაინამ ხორვატიის პორტების გავლით მარცვლეულის ექსპორტი დაიწყო. განცხადება ბუქარესტში მიმდინარე „სამი ზღვის“ სამიტის ფარგლებში, ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ანდრეი პლენკოვიჩთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გაკეთდა.
მინისტრის თქმით, ხორვატიის ხელისუფლების ძალისხმევის წყალობით, უკრაინა უკვე გავიდა მარცვლეულის ექსპორტზე.
„მადლობას მოგახსენებთ ამ შესაძლებლობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს სავაჭრო გზა ნიშურ გზას განეკუთვნება, ეს უკვე სარგებლობს პოპულარობით. ჩვენ მზად ვართ, განვავითაროთ ეს სატრანსპორტო დერეფანი და გავაფართოოთ მისი შესაძლებლობები. ჩვენ ასევე მივიჩნევთ, რომ ეს ლოგისტიკური მარშრუტი ომის დასრულების შემდეგაც ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნების ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში,“ - განაცხადა სვირიდენკომ.
ხორვატიამ უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის საკუთარ პორტები 19 ივლისს შესთავაზა.