ხორვატია უკრაინული მარცვლეულის ალტერნატიული მარშრუტების ტრანსპორტირებისთვის, სარკინიგზო ქსელს და ადრიატიკის ზღვაში თავის პორტებს სთავაზობს.
Ukrinform-ის ცნობით, ხორვატიის სახელმწიფო მდივანმა პოლიტიკურ საკითხებში, ფრანო მატუშიჩმა ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.
სხდომაზე, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ დებატები მიმდინარეობდა.
ხორვატია მზადაა, დაეხმაროს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის ახალი მარშრუტების მოძიებაში.
„ხორვატიის რკინიგზა და პორტები ადრიატიკის ზღვაში შესაძლო ალტერნატიულ მარშრუტებს შორისაა,“ - განაცხადა მატუშიჩმა.
ხორვატიის სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შიმშილის საფრთხეს იწვევს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხორვატია მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას, ვიდრე ეს საჭირო იქნება.