თურქეთში ნიდერლანდელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის განცხადებაზე გამოძიება დაიწყეს

თურქეთის პროკურატურამ ნიდერლანდელი ულტრამემარჯვენე მოძრაობის ლიდერის, გეერტ უილდერსის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უილდერსმა სოციალურ ქსელ Twitter- ში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტერორისტი უწოდა და ქვეყნის პრემიერ მარკ რუტეს მოუწოდა, ქვეყნიდან თურქეთის ელჩი გააძევოს.

როუილდერსის თქმით, თურქეთი ნატო-ს რიგებიდანაც უნდა გარიცხონ.

უილდერსი ნიდერლანდების „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი და ცნობილი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსია.